მალხაზ მაჩალიკაშვილი: ეს სპეცოპერაცია არ იყო, პანკისის ხეობაში მოხდა ტერაქტი
ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სისტემა დაიშალოს და დამნაშავეები დაისაჯონ, - განაცხადა პანსკისში 2017 წლის 26 მაისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა. იგი 5-9 აგვისტოს სტრასბურგში ევროპელ ადვოკატებს ესაუბრება მისი შვილის მკვლელობის საქმეზე.