აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, უკრაინა მიიღებს 200 მილიონ დოლარს ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად. თანხა ძირითადად მოხმარდება უკრაინელი სამხედროების წვრთნას, მათი მომარაგების, კავშირგაბმულობისა და მართვის სისტემების გაუმჯობესებას. 2014 წლიდან მოყოლებული, აშშ-მა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად ჯამში გამოყო ერთი მილიარდი დოლარის დახმარება. პენტაგონის თანახმად, დაფინანსება ხდება არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. მანამდე აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისათვის თავდაცვითი შეიარაღების, მათ შორის ტანკსაწინნაღმდეგო სარაკეტო კომპლექსების, „ჯაველინების“, გადაცემის თაობაზე.
ყველაზე პოპულარული
1