Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სმითების მკვლელობის გამოძიებაში ქართველ სამართალდამცავებს ამერიკელები დაეხმარებიან


დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში სმითების ოჯახის წევრთა მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას უწევს აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, საელჩოში არ აკონკრეტებენ თანამშრომლობის დეტალებს. ამასთან, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ამერიკელი სპეციალისტები მონაწილეობას მიიღებენ მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი ფოტოაპარატისა და ტელეფონის ექსპერტიზაში.

XS
SM
MD
LG