სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებას “ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია სს„ნენსკრა ჰიდროს“ საგანგებო განცხადებაში. როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე „ნენსკრა ჰესის“მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. კომპანიაში მზადყოფნას გამოთქვამენ, შესაძლებლობების ფარგლებში,სასწრაფო წესით იქნას მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ ადგილობრივ მოსახლეობას. “ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, ა.წ. 5 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზეგანვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას უკავშირდება. გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე „ნენსკრა ჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოებიგულისხობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლოტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით. შესაბამისად, შექმნილ ვითარებას „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთანარანაირი კავშირი არ აქვს. ამ მომენტისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივმოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისიდახმარება აღმოვუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას. სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს„საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა დანაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლისდადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებულიელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება“, - ნათქვამია „ნენსკრა ჰესის“ განცხადებაში.