Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლშევიკებმა დაასწრეს დასავლეთის ქვეყნებს


ბოლშევიკებმა დაასწრეს დასავლეთის ქვეყნებს
please wait

No media source currently available

0:00 0:07:31 0:00

საქართველოსთვის მძიმე პერიოდში, როცა სამხრეთში რუსეთის ფრონტი მოიშალა, თურქეთმა ისარგებლა ვითარებით და 1918 წლის მარტისთვის მის ტერიტორიაზე შევიდა, ქართველებმა დახმარების თხოვნით მიმართეს გერმანიას, რომელმაც საამისოდ მზადყოფნა გამოთქვა, ოღონდ მანამდე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოითხოვა, - ამბობს ამ ინტერვიუში პარიზის საზოგადოებრივ კვლევათა უმაღლესი სკოლის დოქტორი გიორგი მამულია, რომელთან სასაუბროდ ისტორიკოსს პარიზში შინ ესტუმრა ოქროპირ რუხაძე. 26 მაისს გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ არასრული სამი წელიწადი იარსება. პარიზში მცხოვრები ისტორიკოსის თანახმად, დასავლეთის ქვეყნებმა - პირველ რიგში, საფრანგეთმა - შეცდომა დაუშვეს და იმოქმედეს ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებს უნდა ემოქმედათ: აღიარებამდე საქართველოს იარაღი არ მიაწოდეს. 26 იანვარს, დასავლეთის მიერ აღიარებისთანავე, კრემლში, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა ამ მოვლენებს, მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში ინტერვენციის შესახებ.

XS
SM
MD
LG