Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკოომბუდსმენი ძლიერი სამინისტროს ნაცვლად?


ეკოომბუდსმენი ძლიერი სამინისტროს ნაცვლად?
please wait

No media source currently available

0:00 0:03:31 0:00

2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოს ეკოომბუდსმენი ეყოლება. როგორც პროგრამაში ვკითხულობთ, ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი გახდება სექტორებს შორის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის პლატფორმა და ის იქნება ერთგვარი გარანტი გარემოს დაცვის საკითხებზე მთავრობის, საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური თანამშრომლობისთვის. მიუხედავად ამგვარი მრავალფუნქციური აღწერისა, დარგის სპეციალისტები ეკოომბუდსმენის შემოღების ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე თვის წინ, გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერწყა, ეკოომბუდსმენის პოსტის შემოღება სხვა არაფერია, თუ არა უცხოელი პარტნიორებისთვის თვალის ახვევა.

XS
SM
MD
LG