შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი კვლევის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 50 % სრულიად უჭერს მხარს, 27 % კი - ნაწილობრივ. 18 %-ის აზრით, საქართველო ნატოს წევრი გახდება 2021 წლის შემდეგ, 57 %-ს ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ჯამში, 85 % (60 % სრულად და 25 % ნაწილობრივ) შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 10-22 აპრილში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით. კვლევის ცდომილება 2,5% -ია.
ყველაზე პოპულარული
1