ლიეტუვა საქართველოსთან - ჭირშიც და ლხინშიც
დალია გრიბაუსკაიტეს სჯერა, რომ, ნატოსთან მტკიცე თანამშრომლობის პირობებში, საქართველოსთვის შესაძლებელი იქნება გადაახტეს გაწევრიანებისთვის გათვლილ „ზოგიერთ ეტაპს“. ამ შინაარსის განცხადება ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, „საქართველოს დიდ მეგობრად“ ცნობილმა დალია გრიბაუსკაიტემ, 25 მაისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა. ის გმობს რუსეთის აგრესიას და ასახელებს ბერკეტებს, რომლებსაც ამ აგრესიის წინააღმდეგ ფლობენ ნატო და ევროკავშირი. ლიეტუვის მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნატოს სამიტის წინ, რომელიც ივლისში ბრიუსელში გაიმართება. დალია გრიბაუსკაიტეს სტუმრობის მთავარი მიზანია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 25 მაისს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში. ლიეტუვა ლიტვის ავთენტური დასახელებაა და მას 24 მაისიდან საქართველოშიც ასე მოიხსენიებენ,სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. 3 მაისიდან კი საქართველოს, „გრუზიას“ნაცვლად, უკვე „საქართველოს“ უწოდებენ ლიეტუვაშიც.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს