საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კლუბების „ბასიანისა“ და „გალერის“ გახსნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. მისი განმარტებით, ღამის კლუბები მას შემდეგ შეძლებენ მუშაობის განახლებას, რაც ყველა საგამოძიებო მოქმედება ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი. „ეს იქნება ერთი კვირა, თუ ორი კვირა დღეს ამას მე ვერ გეტყვით“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა 18 მაისს პარლამენტში გამართული მოსმენის შემდეგ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე მივიდა. მან პლენარულ სესიაზე ისაუბრა 2018 წელს შსს-ში გაწეულ სამუშაოებზე. მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე და 12 მაისს კლუბებში „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.
ყველაზე პოპულარული
1