შინაგან საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ აქცია დაიშალა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ტერიტორიიდან ყვითელი ავტობუსებით გაყავთ; კონტრაქციის მონაწილეები, რომელთაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ასევე პირადად თხოვა რუსთაველის გამზირის დატოვება, ცდილობდნენ პარლამენტის წინ ტერიტორიის დაიკავებას. ამის საშუალებას მათ პოლიციისა და სპეცრაზმის კორდონი არ აძლევს.