ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბში, მათ შორის "ბასიანში" და "გალერიში" შესულია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი. ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლე კომენტარს, რომ მიმდინარეობს "საგამოძიებო მოქმედებები". გამოცემა იუწყება, რომ სამინისტრო ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას არ იძლევა. მანამდე კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა ფეისბუკით დაწერა, რომ ორივე კლუბში სპეცრაზმი შეიჭრა. "ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით”– წერს ორაშვილი ფეისბუკზე.
ყველაზე პოპულარული
1