არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება ჩიხშია შესული
ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი „ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ეფექტიანად წარმართოს არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და სავარაუდო განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესი, რათა დროულად დადგინდეს დამნაშავე პირთა ვინაობა და გაიცეს სანქცია მართლმსაჯულებისთვის მათ გადასაცემად. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსის, თამარ ავალიანის თანახმად, გამოძიების პროცესი ჩიხში შევიდა და, გამოძიებასთან ერთად, კითხვები დაგროვდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მისამართითაც. 8 მაისს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა, განაცხადა, რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც ადასტურებს, რომ იგი ნაწამები იყო. შესაბამისად, გიორგი ტატუნაშვილს აინტერესებს, აქამდე რატომ არ აქვეყნებს შუალედურ დასკვნას ექსპერტიზის ბიურო. გიორგი ტატუნაშვილი ფიქრობს, რომ შუალედური დასკვნის მომზადება ექსპერტიზის ბიუროს შინაგანი ორგანოების გარეშეც შეეძლო. ამ მოსაზრებას იზიარებს გარდაცვლილის ადვოკატი თამარ ავალიანიც. იგი ფიქრობს, რომ საქმეს, რომლის გამოძიებაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით წარმოებს, უნდა დაემატოს წამების მუხლიც, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს