Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლგბტ აქტივისტები სოფიო კილაძის გადადგომას ითხოვენ


ლგბტ აქტივისტები სოფიო კილაძის გადადგომას ითხოვენ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:19 0:00

ლგბტ უფლებადამცველები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფიო კილაძის, გადადგომას ითხოვენ. 1 მაისს მათ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შემდეგ სოფიო კილაძის გადადგომა მათ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მოითხოვეს. ლგბტ აქტივისტები აპროტესტებენ სოფიო კილაძის კომენტარს. მისი თქმით, წელს კომიტეტი არ აპირებს ჰომობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2017-18 წლების სამოქმედო გეგმაში არსებობს ჩანაწერი 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნის შესახებ. უფლებადამცველები კომიტეტისგან ამ ჩანაწერის შესრულებას ითხოვენ. ლგბტ აქტივისტების აქციის პარალელურად პარლამენტთან გაიმართა კონტრაქციაც, რომლის წარმომადგენლებმაც ლგბტ აქტივისტებს კვერცხები დაუშინეს. სამართალდამცავებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს.

XS
SM
MD
LG