Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნაზი ჯანეზაშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: ნაზი ჯანეზაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:24:46 0:00

8 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მან ილაპარაკა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის მიმდინარე პროცესსა და მის ხარვეზებზე. უკვე მესამე დღეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მიმდინარეობს გასაუბრება იმ მოსამართლეებთან, რომლებმაც უვადოდ დანიშვნაზე შეიტანეს განაცხადი. ნაზი ჯანეზაშვილი თვლის, რომ, მართალია, მისი ხმა არ არის გადამწყვეტი, მაგრამ მას აქვს საშუალება ცალკეულ კანდიდატზე მიიღოს სრულფასოვანი გადაწყვეტილება - უჭერს, თუ არა მხარს მის უვადოდ დანიშვნას. რაც შეეხება საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის რამდენიმე კანდიდატის მიერ აცილების საკითხს, ნაზი ჯანეზაშვილი დაუსაბუთებლად თვლის. მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პროცედურები ითვალისწინებს კანდიდატის შესახებ შეჯამებული ინფორმაციის შესწავლას, გასაუბრებას, შეფასების ფორმის შევსებასა და კენჭისყრას. ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ კრიტერიუმების ჩამონათვალი ვრცელია. "დილის საუბრების" სტუმარი პრობლემას ხედავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კერძო ინტერესებით გაერთიანებული მუდმივი უმრავლესობის არსებობასა და იმაში, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოების მიმართ არასაკმარისი ანგარიშვალდებულების განცდა აქვს.

XS
SM
MD
LG