Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ს სტუდენტების ნაწილს არ მისცეს სასწავლებლის იუბილეზე დასწრების საშუალება


სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა „აუდიტორია 115“-ის წევრები, სტუდენტები არ შეუშვეს უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. სტუდენტების ნაწილი სააქტო დარბაზში შესვლას ალტერნატიული გზით ცდილობდა, თუმცა ისინი დააკავეს. სტუდენტები ამბობენ, რომ მათ ჩაუკეტეს კარი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თსუ-ს 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუმრები უცხოეთიდან და შერჩეული სტუდენტები.

XS
SM
MD
LG