შევინარჩუნოთ ევროკავშირის უვიზო რეჟიმი
ამ ეტაპზე არ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ უვიზო მიმოსვლის უფლებას ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში. მაგრამ ეს შეიძლება სამომავლოდ მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მიმღებ ქვეყანას შეაწუხებს, მაგალითად, მიგრანტთა დიდი ნაკადი ანდა თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვის მნიშვნელოვნი ზრდა. ევროკომისიის პირველი ანგარიშში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიერ სავიზო ლიბერალიზაციის ამოცანების შესრულების შეფასებას ისახავს მიზნად, მეტწილად დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვის შემდგომი ზრდა. თუმცა, ანგარიშის თანმხლები დოკუმენტის თანახმად, 2017 წლის მაისსა და ივნისში ევროკავშირის/შენგენის ზონის ცალკეულ ქვეყნებში საქართველოს უფრო მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფრის მიღება. რატომ არა აქვს აზრი თავშესაფრის მოთხოვნას ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეებმა იმისათვის, რომ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლის მონაპოვარი?
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს