Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო და ნარკოპოლიტიკა


საპატრიარქო და ნარკოპოლიტიკა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:25 0:00

საქართველოს საპატრიარქო არ ეთანხმება „ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას“, მაგრამ ასევე ფიქრობს, რომ უნდა შეჩერდეს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რადგან ის არ ასახავს ნარკოტიკებთან ბრძოლის რეალურ მექანიზმებს. საპატრიარქოს ეს პოზიცია გასაკვირია კანონპროექტის თანაავტორებისთვის, რადგან, მათი განცხადებით, ყველა ის საკითხი, რომელზეც მიუთითებს საპატრიარქო, მათი კონცეფციის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. როგორც კანონპროექტის თანაავტორებისთვის, ასევე ინიციატორებისთვისაც საბოლოო მიზანს ნარკოტიკების მოხმარების შემცირება წარმოადგენს და ეს ნარკორეალიზატორებთან დაუნდობელი ბრძოლის, მომხმარებლებზე ზრუნვისა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერების პირობებში უნდა მოხდეს. რამდენად შეაფერხებს საპატრიარქოს მოწოდება რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მცდელობას საქართველოში და რას აპირებენ პარლამენტში?

XS
SM
MD
LG