Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალმა „ტაიმმა“ კამპანია MeToo დაასახელა „წლის პიროვნებად“


ჟურნალმა „ტაიმმა“ კამპანია MeToo (მეც) დაასახელა „წლის პიროვნებად“. კამპანია, რომელსაც „დუმილის დამრღვევთა“ მოძრაობასაც უწოდებენ, აპროტესტებს ქალთა სექსუალურ შევიწროვებას. „ტაიმის“ მთავარმა რედაქტორმა ედვარდ ფელსენთალმა 6 დეკემბერს ტელეკომპანია ენბისისთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „დუმილის დამრღვევთა“ დამსახურებად მიაჩნია ყველაზე სწრაფად მიმდინარე სოციალური ცვლილება, რომლის მოწმეც ბოლო ათწლეულებში გავმხდარვართ. „დუმილის დამრღვევებად“ მოიხსენიებენ სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელ ადამიანებს, უმეტესწილად ქალებს, რომლებიც ღიად საუბრობენ სექსუალური შევიწროვების გამოცდილებაზე. ამერიკელმა მსახიობმა ალისა მილანომ ტვიტერზე დაიწყო კამპანია #MeToo, რომელსაც ასიათასობით ადამიანი შეუერთდა, მათ შორის, საქართველოში.

XS
SM
MD
LG