Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს დააკისრა ვანო მერაბიშვილისათვის 4000 ევროს გადახდა


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ვანო მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს 4000 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 28 ნოემბებს გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება თავდაპირველად გამართლებული იყო, მაგრამ მოგვიანებით გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მოსახდენად. სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია ევროკონვენციის მე-5 მუხლის მესამე ნაწილი და მე-18 მუხლი. ივანიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის აზრით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო მისი კლიენტი უნდა გათავისუფლდეს, როგორც ეს მოხდა უახლოეს წარსულში ქვეყნებმა, სადაც ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაფიქსირდა. ადვოკატმა დაასახელა აზერბაიჯანისა და უკრაინის მაგალითები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება როგორც მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, ისე მის მტკიცებას, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს საკნიდან გაიყვანეს გვიან ღამით დასაკითხად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მერაბიშვილის მტკიცება საკნიდან მისი გაყვანისა და გვიან ღამით დაკითხვის შესახებ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია.

XS
SM
MD
LG