Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უზენასმა სასამართლომ თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია უარყო


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 ნოემბერს, ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.” 9 ნოემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გვენეტაძე თანამდებობის დატოვებას აპირებს. 6 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, საბჭოს წევრების ნაწილსა და ნინო გვენეტაძეს შორის მოხდა უთანხმოება რამდენიმე საკითხის გამო. მათ შორის, საბჭოს ზოგიერთმა წევრმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ნინო გვენეტაძე ხელს არ აწერდა საბჭოს მიერ ოქტომბრის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებას, 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შესახებ. კამათი მოჰყვა საბჭოს დამატებითი სხდომის მოწვევის საკითხსაც. უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლია და საბჭოს წევრები ცდილობენ ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინონ. 9 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა დახურული შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მონაწილეობით. შეხვედრის შემდეგ ნინო გვენეტაძემ ხელი მოაწერა საბჭოს გადაწყვეტილებას, 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შესახებ.

XS
SM
MD
LG