ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება შეეცდება გზიდან ჩამოიცილოს იგი. „შეიძლება მოახდინონ ჩემი დეპორტაცია, ან სულაც მომკლან“. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 15 ოქტომბერს განაცხადა ხარკოვში გამართულ მიტინგზე, რომელშიც „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით დაახლოებით 1000 კაცი მონაწილეობდა. იუწყებიან, რომ მიტინგის მსვლელობის დროს რამდენჯერმე გამოირთო ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და მოხდა მცირე შეხლა-შემოხლა სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის. ცნობილია, რომ 17 ოქტომბერს „ახალი ძალების რუხის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, თავის მომხრე ძალებთან ერთად აპირებს საპროტესტო აქციის გამართვას უკრაინის პარლამენტის შენობის წინ.
ყველაზე პოპულარული
1