მაღალმთიან აჭარაში ახალაშენებული შუახევჰესის წყლის გამტარი გვირაბი გამოცადეს და მასში წყალი გაუშვეს. გვირაბის ნაწილი ჩამოიშალა. ჰესის მშენებარე კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩამონგრევის მიზეზებს ამ დრომდე იკვლევენ, ხოლო პასუხი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. მაღალმთიანი აჭარის ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ეკოლოგიურ პრობლემებს სწორედ ჰესის მშენებლობას უკავშირებს. გარემოს დამცველები კი მშენებლობის დაწყებამდე არაერთხელ მიუთითებდნენ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ჰესის მშენებლობა რისკის შემცვლელი იყო.