ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი
6 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მშვიდობისა და განვითარების აკადემიის პრეზიდენტი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი კაკულია. ფორუმი 2017 წელს მერვედ ტარდება და მისი მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთმანეთისთვის გაცნობა, ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება და ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა. რა არის დომინანტური თემები ახალგაზრდული ორგანიზაციების სამუშაო პროცესში, რა სპეციფიკა ახასიათებთ ამ ტიპის ორგანიზაციებს და რამდენად არიან ისინი ხილულები და ახდენენ გავლენას ახალგაზრდების ცხოვრებაზე - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.