Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამერიკა გვერდში უდგას საქართველოს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ "ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკას, და ამერიკა გვერდში უდგას საქართველოს". ეს განცხადება პენსმა გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. შეხვედრის მსვლელობაში მხარეებმა განიხილეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები. "შეერთებული შტატები გააგრძელებს გზების ძიებას საქართველოს გასაძლიერებლად არა მარტო თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ საქართველოს ეკონომიკურად გასაძლიერებლად - სამუშაო ადგილების, შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის გაზრდით - და საქართველოს ძალის გაზრდით, რათა ერთ დღესაც საქართველომ შეძლოს, იზეიმოს ტერიტორიული მთლიანობის ისტორიული აღდგენა“, განაცხადა მაიკ პენსმა. მან აღნიშნა ასევე, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი და რომ შეეერთებული შტატები გადაჭრით გამობს ასეთ ქმედებას. თავის მხრივ, კვირიკაშვილმა ვაშინგტონის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერად შეაფასა ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობა. დღესვე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. მოგვიანებით მას მოელიან ვაზიანის ბაზაზე, სადაც იმართება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებას "ღირსეული პარტნიორი".

XS
SM
MD
LG