NDI: საზოგადოება საკონსტიტუციო და თვითმმართველობის რეფორმით უკმაყოფილოა
გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. გამოკვლევა ასახავს საზოგადოების დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი. მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს არა აქვს ინფორმაცია ცვლილებების თაობაზე. კვლევაში ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობისადმი, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და, ზოგადად, დასაქმებულთა უფლებების საკითხისადმი. გამოკვლევის მიხედვით, უცვლელია საგარეო პრიორიტეტები და ქვეყნის შიგნით სამ უმთავრეს ეროვნულ პრობლემას შორის კვლავ უმუშევრობა ლიდერობს. გამოკვლევა მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით ჩატარდა და გამოიკითხა 2261 პირი.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან