პირველი ბიოჰაკათონის შედეგები
ტექნოპარკში 1-2 ივლისს პირველი ბიოჰაკათონი ჩატარდა. ორი დღის განმავლობაში პროგრამირებითა და ბიოლოგიით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა საქართველოში მედიცინის, აგროკულტურისა და გარემოს დაცვის პროგრამები შექმნეს. ამ თემაზე “თავისუფლების დილაში“ ბიოჰაკათონის ორგანიზატორი კესი კაციტაძე და გამარჯვებული პროექტის ავტორი მარიამ არაბიძე საუბრობენ.