Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

C ჰეპატიტის მკურნალობა - რა აფერხებთ პაციენტებს?


C ჰეპატიტის მკურნალობა - რა აფერხებთ პაციენტებს?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:25 0:00

ბოლო გამოკვლევის თანახმად, საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსით დაავადებულია 150 ათასი ადამიანი, თუმცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მკურნალობის სურვილი 2015 წლიდან დღემდე მხოლოდ 40 ათასმა პაციენტმა გამოხატა. ამ ეტაპზე მკურნალობა დასრულებული აქვს 30 ათას პაციენტს. განკურნების მაჩვენებელი 98 %-ს უტოლდება. ჯანდაცვის სამინისტრო და პრაქტიკოსი ექიმები შიშობენ, რომ პაციენტების უმრავლესობამ უბრალოდ არაფერი იცის თავისი დიაგნოზის შესახებ და ამასობაში დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს. C ჰეპატიტის ვირუსი იწვევს ძალიან სერიოზულ გართულებებს, რაც, არცთუ იშვიათად, ადამიანის სიკვდილითაც მთავრდება. ექიმების დაკვირვებით, პაციენტების ნაწილს C ჰეპატიტის დამარცხების მიზნისკენ მიმავალ გზაზე მცდარი ინფორმაცია აფერხებს.

XS
SM
MD
LG