Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: სოფო ვერძეული და გიორგი ბერაია


სტუმრად ჩვენს ეთერში: სოფო ვერძეული და გიორგი ბერაია
please wait

No media source currently available

0:00 0:35:21 0:00

12 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ადამიანის უფლებების იურისტი, ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი და გიორგი ბერაია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი. მათ ილაპარაკეს სასამართლო სისტემის რეფორმის სტატუსსა და პერსპექტივაზე. 11 მაისს "კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრმა ორგანიზაციებმა საზოგადოებას წარუდგინეს ანგარიში "სასამართლო სისტემა: რეფორმები და პერსპექტივები", რომელშიც ასახულია სისტემაში არსებული გამოწვევები. ერთ-ერთ პრობლემად სოფო ვერძეულმა დაასახელა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის კანონმდებლობა და პრაქტიკა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბოლო სხდომაზე რამდენიმე ათეული მოსამართლე ისე, რომ არ განუმარტავს გადაწყვეტილების საფუძველი. მათ შორის - არ განუმარტავს არც ისეთი მოსამართლეების დანიშვნა, რომლების მიმართაც "არის ბევრი ლეგიტიმური ეჭვი თუ კითხვა საზოგადოებაში დამკვირვებელ ორგანიზაციებში, პროფესიულ წრეებში". სტუმრებმა ილაპარაკეს სასამართლოს სისტემის შიგნით არსებულ გავლენებზეც - იმაზე, რომ არსებობს გავლენის ჯგუფები სასამართლო სისტემაში. გიორგი ბერაიამ აღნიშნა, რომ საზოგადოება სასამართლოზე წარმოადგენას იქმნის ე.წ. გახმაურებული საქმეებით, რადგან ეს არის საქმეები, სადაც შეიძლება იყოს პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ასეთი საქმეებია სასამართლოს დამოუკიდებლობის ტესტი: "ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში არაერთი საქმე, სადაც ევრც ერთმა ინსტანციამ ვერ შეძლო საზოგადოებისთვის იმ რწმენის განმტკიცება, რომ ამ საქმეებზე მართლმსაჯულება აღსრულდა მთელი თავისი სამართლიანობით". ნიშანდობლივია, რომ 11 მაისს დაგეგმილ კონფერენციას არ ესწრებოდნენ ისინი, ვისაც ის ეხებოდა - იუსტიციის საბჭოს წევრები და მოსამართლეები.

XS
SM
MD
LG