Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი რადიო თავისუფლების ყირგიზულ რედაქციას ცილისწამებაში სდებს ბრალს


ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა მზადყოფნა გამოაცხადა, მიმართოს ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებით რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების წინააღმდეგ. ბიშკეკში გამოსვლისას ატამბაევმა ცილისწამებაში დასდო ბრალი რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს, „აზატიკს“ და ახალი ამბების დამოუკიდებელ გამოცემას, Zanoza.kg-ს და განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტისას, სექტემბერში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან იჩივლებს. მისი თქმით, მას ცილი დასწამეს ოპოზიციის ლიდერის, ტეკენბაევის დაკავების შესახებ რეპორტაჟებში, როცა ჟურნალისტებს მოჰყავდათ ციტატა ტეკენბაევის პარტიის, „ათა მეკენის“, - „სამშობლოს“, განცხადებიდან, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურს ყირგიზეთში ჩამოვარდნილი თურქული სატვირთო თვითმფრინავის შესახებ ინფორმაციის გამომზეურება. პარტიის ბრალდების თანახმად, ტეკენბაევის დაპატიმრების მიზანი იყო, არ გამოვლენილიყო ის მტკიცებულება თვითმფრინავის თაობაზე, რომელიც, დოკუმენტების სახით, ტეკემბაევს ჰქონდა ხელთ. ლაპარაკია თურქეთის უშიშროების სამსახურის მასალაზე, რომ თვითმფრინავის ტვირთი ატამბაევს და მის ცოლს ეკუთვნოდათ. თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტზე ჩამოვარდა ყირგიზეთში. შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრი და ხმელეთზე მყოფი 35 ადამიანი დაიღუპა. რადიო თავისუფლების რეპორტაჟი შეიცავდა მთავრობის წარმომადგენლის უარყოფას ოპოზიციის ბრალდების მიმართ. ჩვენი რადიოს მთავარმა რედაქტორმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ნენად პეიჩმა განაცხადა, რომ რადიო თავისუფლება დაიცავს თავის რეპორტაჟს, რომელიც გაწონასწორებული და პროფესიონალურია, მან მზადყოფნა გამოხატა პრეზიდეტთან შეხვედრისა და „საკითხის გარკვევისთვის ნებისმიერ დროს“.

XS
SM
MD
LG