ბელგიის პოლიციამ დააკავა საფრანგეთის მოქალაქე, რომელმაც ანტვერპენში სცადა, ავტომანქანით შეჭრილიყო ფეხით მოსიარულეებში. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, საფრანგეთის სანომრე ნიშნებიანი მანქანა არ გაჩერდა შუქნიშანთან წითელ სინათლეზე და დიდი სიჩქარით აიღო გეზი ხალხით სავსე ქუჩისაკენ. ამ დროს შეძლო პოლიციამ მისი შეჩერება. არაფერს იუწყებიან დაშავებულთა შესახებ. ბელგიელი გამომძიებლების ცნობით, საჭესთან იჯდა საფრანგეთის მოქალაქე წარმომავლობით ჩრდილოეთ აფრიკიდან. ამ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე ბელგიაში აღნიშნეს ბრიუსელში მოწყობილი სისხლისმღვრელი თავდასხმების წლისთავი. 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში ორი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი.
ყველაზე პოპულარული
1