ბრძოლა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ
22 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" იურისტი თაკო გოლიჯაშვილი. ორგანიზაციის ინიციატივით მომზადდა საკანონმდებლო წინადადება სექსუალური შევიწროების შესახებ და ამავე თემაზე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისთვის იწყება კამპანია "რა მოხდა ქუჩაში". კამპანია გააერთიანებს თემატურ ქუჩის მხატვრობას, საინფორმაციო ბუკლეტებს საზოგადოებრივ ტრასნპორტში, შეხვედრებს უნივერსიტეტებში და ინფორმაციულ გვერდს Facebook-ზე. რა ართულებს სექსუალური შევიწროების შემთხვევებში მსხვერპლის დაცვას, რა ტიპის ქმედებები ითვლება სექსუალურ შევიწროებად და როგორ გაამარტივებს საკანონმდებლო ცვლილებები ძალადობასთან ბრძოლას - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.