ბერლინის კლინიკაში ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ”როგორც გერმანელი ექიმები ამბობენ, პატრიარქის მდგომარეობა უფრო უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო”, - განუცხადა ბერლინში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს ახალქალაქის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა. საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, პატრიარქისთვის ჩატარებული, კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა.
ყველაზე პოპულარული
1