ტყის რესურსების ენერგეტიკული მოხმარების საფრთხეები
11 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მურმან მარგველაშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (World Experience for Georgia). ორგანიზაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს სატყეო ენერგეტიკული კრიზისის აღმოფხვრის საშუალებებზე ბიომასის მდგრადი გამოყენებით. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით ირკვევა, რომ შეშის წლიური მოხმარება საქართველოში დაახლოებით 2,5 მილიონ მ3-ს შეადგენს, რაც ოთხჯერ აღემატება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დასაშვებ მოცულობას. WEG-ის ინფორმაციით, შეშა საქართველოში წარმოებული მთლიანი ენერგიის 30-35%-ს შეადგენს და მასზე რეგიონების მოსახლეობის 90%-ია დამოკიდებული. როგორ ცვლის ხეების მასობრივი ჭრა საქართველოს ეკოსისტემას, შეშის რა ალტერნატივები არსებობს გათბობის სისტემებში, შესაძლებელია თუ არა მოპოვებული ხის ენერგოეფექტურად გამოყენება და რესურსების ამ გზით დაზოგვა და როგორ შეიძლება სახელმწიფო დაეხმაროს მოსახლეობას ბიომასის ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკის დანერგვაში - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.