Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ავალიანი მართლმსაჯულების რეფორმაზე


თამარ ავალიანი მართლმსაჯულების რეფორმაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:36:26 0:00

9 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. მან ილაპარაკა მართლმსაჯულების რეფორმის "მესამე ტალღის" სახელით ცნობილ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც პარლამენტმა 29 დეკემბერს დაამტკიცა. თამარ ავალიანი თვლის, რომ ეს საკანონმდებლო სიახლეები წაადგება მართლმსაჯულების გამჭვირვალებასა და დამოუკიდებლობას, თუმცა, ბევრი რამ მოსამართლეების პრინციპულობასა და გამბედაობაზე იქნება დამოკიდებული. მან ხაზი გაუსვა საქმეების ელექტრონული განაწილების მნიშვნელობას, აგრეთვე სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეების თანამდებობაზე გამწესების საკითხის ახლებურად დარეგულირებას - მათ შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეები აირჩევენ. თამარ ავალიანის შეფასებით, თუკი კანონმდებლობით დეტალურად არ დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი და მას დაუსაბუთებლად აღარ შეეძლება ამა თუ იმ კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღება.

XS
SM
MD
LG