სკოლის მოსწავლეები ენერგოეფექტური ცხოვრებისთვის
4 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვის" წარმომადგენელი ქეთი ჟვანია. ორგანიზაცია საქართველოში ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სასკოლო კონკურსს გარემოს დაცვის თემაზე, რომელიც, პროექტ "Spare"-ის ფარგლებში, 10-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და ათასობით მოსწავლეს აერთიანებს. პროექტ "SPARE"-ის მთავარი მიზანი სათბურის აირების გამოფრქვევის შემცირება და კლიმატის სახიფათო ცვლილების შერბილებაა, რაც ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებით და ნაკლები დანახარჯებით ცხოვრების შედეგად მიიღწევა.