ჟურნალისტების უფლებები სამართალდამცველებთან ურთიერთობისას
„თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო ეკა ხუციშვილი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი). „ჟურნალისტების უფლებები სამართალდამცველებთან ურთიერთობაში“- ასე ჰქვია ტრენინგს, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ატარებს. ეკა ხუციშვილი სწორედ ჟურნალისტების უფლებებისა და იმ დარღვევების შესახებ ლაპარაკობს, რომლებიც მათი პროფესიული საქმიანობის დროს გვხვდება.