Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გობრონიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გობრონიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:36:17 0:00

19 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა სირიის საკითხზე. გიორგი გობრონიძემ გაიხსენა სირიაში კონფლიქტის დაწყება და აღწერა პროცესები, რაც წინ უძღოდა დღეს შექმნილ ვითარებას. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ სირიის კონფლიქტში ერთი მხრივ არ არსებობს კარგი და ცუდი მხარე, მეორე მხრივ კი ვერ იქნება გამარჯვებული. ვითარებაში, როცა სირიის კონფლიქტით ყველა ჩართული მხარე თავისი მიზნებისა და პოზიციების გამყარებაზე ზრუნავს, მნიშვნელოვანია დასავლეთის კონსოლიდაცია, პირველ რიგში - სირიაში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. დასავლეთის პასიურობას აბრალებს გიორგი გობრონიძე რუსეთის აქტიურ როლს სირიის კონფლიქტში. პოლიტოლოგი თვლის, რომ შექმნილი ვითარება ყველა იმ შეცდომის შედეგია, რაც დასავლეთმა ამ რეგიონში და აგრეთვე რუსეთთან ურთიერთობაში დაუშვა.

XS
SM
MD
LG