მაია ქურციკიძე UNICEF-ის საქმიანობაზე საქართველოში
14 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის საქმიანობაზე საქართველოში. UNICEF-ის დაარსებიდან 70 წელი შესრულდა, საქართველოში კი ის 23 წელია მუშაობს. მაია ქურციკიძემ განმარტა - როგორ გამოავლენს ფონდი ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ პრობლემებს, როგორ აწარმოებს დიალოგს ხელისუფლებასთან და როგორ ავითარებს პროგრამებს. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა UNICEF-ის მანდატსა და სფეროებზე, რომლებშიც ის მოღვაწეობს.