თელავის მედიაკაფე და გენდერის მედიაცენტრები
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ თექვსმეტდღიან გლობალურ კამპანიაში, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება, ჩართულები არიან საქართველოს რეგიონებიც. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ თექვსმეტდღიანი კამპანიის ძირითადი ღონისძიებები გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობ აქციებს დაუთმო. ამ ღონისძიებებში სათანადო აქტივობის გამოვლენის საშუალება არ მიეცა კახეთის გენდერის მედიაცენტრს, რომელიც თელავის მედიაკაფეში ფუნქციონირებდა. მედიაკაფეს, თავის მხრივ, მძიმე დღეები უდგას - თელავის მერიასთან დადებულ საიჯარო ხელშეკრულებას რამდენიმე დღეში გასდის ვადა, ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უფრო დაწვრილებით ამ საკითხებზე საუბრობენ ჩვენი სტუმრები -ორგანიზაციის „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ შიდა ქართლისა და კახეთის კოორდინატორები ნათია ომაძე და მაია მამულაშვილი.