სირიის პროვინცია იდლიბში, რომელსაც შეიარაღებული ოპოზიცია აკონტროლებს, ავიადარტყმების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორც სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგის ცენტრი იტყობინება, ქალაქ მაარათ ალ-ნუმანში 38 ადამიანი დაიღუპა. პროვინიციაში ავიადარტყმებს ახორციელებენ როგორც ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო არმიის სამხედრო-საჰაერო ძალები, ისე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები. სამთავრობო ჯარები და მათი მოკავშირეები განაგრძობენ შეტევას ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებზე, რომლებიც მეამბოხეთა ხელშია. კვირას დღის განმავლობაში და ღამით ასადის ჯარებმა კიდევ რამდენიმე რაიონი დაიკავეს. როგორც ვარაუდობენ, ნოემბრის შუა რიცხვებში ალეპოს წინააღმდეგ იერიშის დაწყებიდან სირიის არმიამ ალეპოში იმ ტერიტორიების ორ მესამედამდე დაიკავა, რომლებსაც მანამდე მეამბოხეები აკონტროლებდნენ. სხვადასხვა შეფასებით, საბრძოლო მოქმედებების რაიონები დატოვა 50 ათასამდე სამოქალაქო პირმა. მაგრამ ათიათასობით ადამიანი ჯერ კიდევ ბლოკადაში იმყოფება. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებენ, დახმარება გაუწიონ აღმოსავლეთ ალეპოს და მიაღწიონ საბძროლო მოქმედებების შეწყვეტას.
ყველაზე პოპულარული
1