Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნოლოგიები და ინოვაციები რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის


2 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ნინუცა შატბერაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ელვის" წარმომადგენელი, და თამარ კაპანაძე, პროგრამირების სპეციალისტი და ტრენერი. "ელვისა" და "ჯეოლაბის" ერთობლივი ინიციატივით და USAID-ისა და GITA -ს დახმარებით მიმდინარეობს პროგრამა, რომელიც გულისხმობს რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის ლექციების ჩატარებას გრაფიკული დიზაინის, პროგრამირების, ინოვაციების მართვისა და სოციალური მედიის მიმართულებით. ლექციების მიზანია ბავშვების ადრეულ ასაკში დაინტერესება ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით და მათთვის ფუნდამენტური პრინციპებისა და ძირითადი მეთოდების გაცნობა.

XS
SM
MD
LG