ლევან ავალიშვილი ახალ პარლამენტსა და საკონსტიტუციო უმრავლესობის პასუხისმგებლობაზე
18 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი. მან ილაპარაკა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტსა და მომდევნო ოთხი წლის გამოწვევებზე. მთავარ საკითხად ის ძალაუფლების ერთი პოლიტიკური ძალის ხელში კონცენტრაციას განიხილავს და ამ ფონზე ლაპარაკობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ამოცანაზე, რომელიც დააზღვევდა ძალაუფლების უკონტროლობას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ როლს ანიჭებს სამოქალაქო სექტორსა და მედიას.