როგორ შეიძლება გადაიქცეს ბათუმი საფესტივალო ქალაქად
18 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ზაზა ფურცელაძე, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი. ბრიტანეთის საბჭო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად იწყებს პროექტს "ფესტივალების ორგანიზება და მართვა". პროექტის პირველ ეტაპზე ფესტივალების მენეჯმენტის წამყვანი ბრიტანული ორგანიზაციის - Festivals and Events International-ის დირექტორი, ნიკ დოდსი, შეხვდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ფესტივალების წარმომადგენლებს, შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, გააანალიზებს საჭიროებებს და ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე - საფესტივალო სექტორის გამოწვევები და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა.