რა სირთულეებს აწყდებიან სარეკლამო სფეროში მომუშავე კომპანიები
26 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტი, აკო ახალაია და კრეატიული სააგენტო "ვინდფორსის" ექაუნთ მენეჯერი, თამარ ცინცაძე. საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) ინიციატივით 11 კრეატიულმა სააგენტომ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც, მათი თქმით, დაეხმარებათ თავიანთი ინტელექტუალური შრომის დაცვისთვის დამკვეთებთან და ხელს შეუწყობს სარეკლამო ბიზნესის განვითარებას.