პრო ბონო მარათონი კორპორატიული პასუხისმგებლობის ასამაღლებლად
18 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლელა ხოფერია და კრეატიული სააგენტო "Saatchi & Saatchi"-ს შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი, გვანცა დათუაშვილი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს პრო ბონო ქსელთან თანამშრომლობით 29-30 ოქტომბერს აწყობს საქართველოში პირველ კრეატიულ პრო ბონო მარათონს. პრო ბონო მარათონი ერთდღიანი ღონისძიებაა, სადაც კომპანები ერთმანეთს უსასყიდლოდ უთმობენ დროს და სთავაზობენ დახმარებას კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად.