Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი არ ადასტურებს სირიის გამო რუსეთისათვის სანქციების შემოღებას


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ბლოკი არ განიხილავს რუსეთისათვის სანქციების დაწესებას სირიაში რუსეთის ქმედებების გამო. „ასეთი წინადადება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ წარმოუდგენია“, - განაცხადა მოგერინიმ 17 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც უმთავრეს განსახილველ საკითხს სირიის პრობლემა წარმოადგენს. თუმცა, მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა გააღრმავოს სანქციები სირიის რეჟიმის წინააღმდეგ, და იმოქმედებს გადაჭრით, რათა უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვა. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ განიხილავენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების მიმართ დამატებითი სანქციების შემოღების საკითხს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლონდონში გამართეს შეხვედრა, რომელზეც რუსეთს მოუწოდეს, ხელი შეუწყოს სირიის კონფლიქტის შეწყვეტას.

XS
SM
MD
LG