twitter
ტელევიზიის კიბე
1991 წლის სექტემბერი მნიშვნელოვანი დროა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიტინგის დარბევის შემდეგ საზოგადოება, ფაქტობრივად, ორად გაიყო. ორად გაიყვნენ ჟურნალისტებიც, მათ შორის, ტელე-რადიოკომიტეტის თანამშრომლები, რომელთა ნაწილმა გაფიცვა გამოაცხადა და იქვე ტელევიზიის კიბე დაიკავა. რა ხდებოდა ამ შენობაში დამოუკიდებლობის მოპოვებამდე და რატომ გაიფიცნენ ჟურნალისტები? „წითელი ზონის“ მორიგი გადაცემა 1991 წლის სექტემბერს გაიხსენებს.