Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პარლამენტმა აბორტის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა


პოლონეთის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით მხარი არ დაუჭირა სადაოდქცეულ კანონპროექტს, რომელიც აბორტის თითქმის სრულად აკრძალვას ითვალისწინებდა. მემარჯვენე და ლიბერალური ყაიდის კანონმდებლების გაერთიანებული ძალისხმევით, პარლამენტის ქვედა პალატაში კანონპროექტს წინააღმდეგ ხმა მისცა 352 დეპუტატმა, მომხრე იყო 58 პარლამენტარი. პოლონეთში ისედაც მოქმედეს აბორტის შესახებ კანონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროკავშირში. პარლამენტში წარდგენილი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა პოლონეთის კათოლიკური ეკლესია, აბორტის თითქმის სრულად აკრძალვას მოითხოვდა, ისეთი შემთხვევების გარდა, როდესაც ოპერაცია აუცილებელია დედის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. საკანონმდებლო ინიციატივას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ევროკაშირის სხვა დიდ ქალაქებშიც.

XS
SM
MD
LG