Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს ავღანეთში მყოფმა სამხედროებმა


საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა. კენჭისყრა 5 ოქტომბერს ჩატარდა ავღანეთში გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა ხმა მისცეს ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ უბანზე, ხოლო მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის წევრებმა მაზარი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე.“ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბში დისლოცირებული მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედროებმა, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, ხმის მისაცემად ისარგებლეს გადასატანი საარჩევნო ყუთით. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს 8 ოქტომბერს, საერთო არჩევნების დასრულების შემდეგ შეაჯამებს.

XS
SM
MD
LG