Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად მწყობრია სამოქალაქო აქტივიზმი და როგორ ასრულებს ხელისუფლებასაზოგადოების დაკვეთებს


5 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სამოქალაქო აქტივისტი ერეკლე ურუშაძე, რომელსაც ვესაუბრეთ მოქალაქეთა ინიციატივის შესახებ, გადაიქცეს ძველი იპოდრომის ტერიტორია ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მსგავს გამწვანებულ საჯარო სივრცედ. ეს მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ განთავსდა პეტიციების ვებსაიტ Manifest.ge-ზე და ამ დრომდე ექვსი ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. რამდენად მწყობრია სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნები ქალაქის ეკოლოგიასა და კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, უსმენს თუ არა ხელისუფლება მოქალაქეების მოთხოვნებს და რამდენად კარგად ასრულებს მათ დაკვეთას, იყოს თბილისი უფრო გამწვანებული და კომფორტული მცხოვრებთათვის, რა ჯდება არასწორად დაგეგმილი გამწვანების თუ კეთილმოწყობის პრობლემები და რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლების დიალოგი ქალაქის საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

XS
SM
MD
LG